კიდევ ერთი ჩაფარცხული საქმე - გომელაურის უწყების მაღალჩინოსანი სკანდალში ეხვევა

26.10.22 20:43
კიდევ ერთი ჩაფარცხული საქმე - გომელაურის უწყების მაღალჩინოსანი სკანდალში ეხვევა

კიდევ ერთი ჩაფარცხული საქმე პოლიციელის მუნდირის გადასარჩენად. სკანდალში ეხვევა გომელაურის უწყების მაღალჩინოსანი, რომლის წინააღმდეგ დაზარალებულის ჩვენება უკვე  სამართალდამცველების ხელშია.   

პოლიცილმა, რომელიც საჭეს მთვრალი მართავდა, დაზარალებული მოქალაქე გადააგდო.

მურად ბარდაველიძე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეს ტერორში ამხელს და ამბობს, რომ 1 აგვისტოს წიწამურთან ბარდაველიძეს პოლიციის მაღალჩინოსანი ჯაბა ღუნწკიძე შეეჯახა.

დაზარლებულს მანქანის შეკეთებას დუმილი სანაცვლოდ დაპირდა, თუმცა საქმე როდესაც ზიანის ანაზღაურებაზე მიდგა, პოლიციელმა გავლენების გამოყენებით მოქალაქის შანტაჟი სცადა. 

ირკევა, რომ პოლიციელი რომელიც დაზარალებულის მტკიცებით, საჭეს ნასვამი მართავდა, მტკიცებულების გაყალბება დაიწყო. ავარიის შემდეგ შემთხვეის ადგილზე, დიდუბე ჩუღურეთის პოლიცის მაღლჩინოსანმა მისი თანამშრომელი გამოიძახა და გააფორმეს,  თითქოს საჭეს არა მთვრალი პოლიციელი, არამედ მისი დაქვემდებარებული თანამშრომელი ირაკლი ბრეგაძე მართავდა. 

საქმის ჩაფარცხვა ამით არ დასრულებულა. 

კიდევ რას ამბობს დაზარალებული და აპირებს თუ არა ის სასამართლოში ბრძოლას, დეტალურად, იხილეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები