დეპუტატი ირაკლი ხახუბია გარდაცვლილი იპოვეს
"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ხახუბია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ნაპოვნია იარაღიც.
ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ. ცხედარი რამდენიმე წუთის წინ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
ამ დროისათვის დეპუტატის სახლში იმყოფებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც. ადგილზეა მისული ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძეც.
ახლობლები ამბობენ, რომ დეპუტატს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რომელიც მას შვილის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ დაეწყო.
ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა მომხდარი თვითმკვლელობა. საქმე 115 მუხლით არის აღძრული.
ირაკლი ხახუბია ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი და რამდენიმე მსხვილი კომპანიის მფლობელი იყო.