ქაშუეთის ტაძარში მიხეილ ყაფლანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება

27.10.22 11:34
ქაშუეთის ტაძარში მიხეილ ყაფლანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება

უკრიანაში დაღუპული ქართველი გმირი სამშობლოში ჩამოასვენეს. 

დილიდან ქაშუეთის ტაძარში მიხეილ ყაფლანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. 

ქართველი მებრძოლისთვის პატივის მისაგებად მიდიან მეგობრები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.

უკრაინაში დაღუპული გმირის ოჯახი ამბობს, რომ ყაფლანიშვილი უკრაინაში დარჩენას ომის დასრულებამდე აპირებდა.

„უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა, ცხელ წერტილებში იბრძოდა.ბოლომდე აპირებდა იქ დარჩენას და არ აპირებდა წამოსვლას ომის დასრულებამდე. საქართველოსთვის რაც შეეძლო ყველაფერს აკეთებდა“. - ამბობს ოჯახი.

მიხეილ ყაფლანიშვილი 22-ე ქართველია, რომელიც პუტინის აგრესიას უკრაინაში ემსხვერპლა. ის ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში  ლუჰანსკის ოლქში იბრძოდა. 

ქართველი მეომარი სარაკეტო დაბომბვაში მოყვა და ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა.
 

მსგავსი სიახლეები