10 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებული მუქარა - დაკავებულია პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი

27.10.22 11:43
10 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებული მუქარა - დაკავებულია პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი

თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით პოლიციამ 1 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა, 25 ოქტომბერს არსრულწლოვანს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, მისთვის ბინის კარი გაეღო.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, 1996 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა 2012 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, იძულებული გაეხადა არასრულწლოვანი, მისთვის ბინის კარი გაეღო.

მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა ვ. დ.-ს უთხრა, რომ ის პოლიციაში დარეკავდა, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს". - წერია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები