გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დეპუტატი - შემთხვევის ადგილზე სუსის შეფი მივიდა
ბაგებში უჩანეიშვილის ქუჩა ისევ პოლიციის ლენტებით არის გადაკეტილი. "ქართული ოცნების" გარდაცვლილი დეპუტატის სახლში სუსის შეფი მივიდა. გამოძიების ვერსიებთან დაკავშირებით გრიგოლ ლილუაშვილი არაფერს ამბობს. ის ახლა ირაკლი ხახუბიაას ოჯახს ხვდება.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი გამთენიისას ნახეს. მას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ჯერჯერობით უცნობია საქმე მკვლელობას თუ თითმკვლელობას ეხება.
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიურში უკვე გადაასვენეს. უჩანეიშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ხახუბიას საცხოვრებელ სახლთან იკრიბებიან "ქართული ოცნების" ლიდერებიც.
მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.