"ძმები ჩხუბონდნენ, და კი აშველებდა... ხელი კრეს, თავი დაარტყა და სისხლისგან დაიცალა" - რა მოხდა კახეთში

27.10.22 13:17
"ძმები ჩხუბონდნენ, და კი აშველებდა... ხელი კრეს, თავი დაარტყა და სისხლისგან დაიცალა" - რა მოხდა კახეთში

„პირველებმა" კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაარკვია. ირკვევა, რომ სიღნაღში, წნორის გზაზე, ძმის მიერ მოკლული ქალი მერი ალადაშვილია. 

ზურაბ ალადაშვილი დის მკვლელობას არ აღიარებს.

როგორც ადგილობრივები „პირველებს“ უყვებიან, ძმები ჩხუბონდნენ, და კი მათ აშველებდა, რა დროსაც მას ხელი კრეს, თავი დაარტყა და სისხლისგან დაიცალა.

უმძმესი ბრალდებით პოლიციამ ხელბორკილები ზურაბ ალადაშვილს დაადო. ახალგაზრდა კაცი ბრალს აღიარებს.

კახეთ ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. გომელაურის უწყებაში აცხადებენ, რომ 35 წლის კაცს ბრალად ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას - 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები