გორის კულტურის ცენტრის ყოფილ დირექტორს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

27.10.22 13:29
გორის კულტურის ცენტრის ყოფილ დირექტორს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლი, გორის კულტურის ცენტრის ყოფილ დირექტორი,  სასამართლო დარბაზიდან 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოშვეს. გორის რაიონულ სასამართლოში პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

სუსმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილს  მეგობარს, დავით წეწვაძეს,  ხუთი წლის წინანდელი საქმე ამოუქექა. კულტურის სააგენტოს იმდროინდელმა ხელმძღვანელმა, ვოვა შუღლიაშვილმა, წეწვაძეს თხოვნით,  შტატგარეშე თანამშრომლად დანიშნა პირი, რომელიც სამსახურში არ დადიოდა, მისი სახელფასო ბარათით კი წეწვაძე სარგებლობდა. საქმე 6 თვის მითვისებულ ხელფასსა და ორ პრემიას ეხება. 

მსგავსი სიახლეები