ვის ეკუთვნის იარაღი, რომელიც "ოცნების" დეპუტატის სახლში იპოვეს

27.10.22 14:54
ვის ეკუთვნის იარაღი, რომელიც "ოცნების" დეპუტატის სახლში იპოვეს

"ქართული ოცნების" გარდაცვლილი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმმა ბიურომ უნდა დაადგინოს, რა ტრაექტორით მოხდა ტყვიის გასროლა და ვისი იარაღიდან. დამატებით დაინიშნება ბალისტუკური ექსპერტიაზაც.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს ისიც, ვის ეკუთვნოდა მკვლელობის იარაღი, რადგან ირაკლი ხახუბიას დეკლარაციაში არ არის მითითებული, რომ ის იარაღს ფლობდა და ინახავდა. 

ცოტა ხნის წინ  საგამოძიებო მოქმედებების ეპიცენტრი სუსის შეფმა  დატოვა. გრიგოლ ლილუაშვილი ისე წავიდა,  რომ ვერსიებთანდაკავშირებით  „პირველების“ არცერთ შეკითხვას პასუხი არ გასცა. 

შეგახსენებთ, რომ დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი გამთენიისას ნახეს. მას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ჯერჯერობით უცნობია საქმე მკვლელობას თუ თითმკვლელობას ეხება.

უჩანეიშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.  მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. 

მსგავსი სიახლეები