„ძმებმა სცემესო, თვალი აქვს ამოვარდნილი" - მეზობლები კახეთში მომხდარ შემზარავ მკველობაზე
კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საუბარი უჭირთ სოფელ საქობიანოში.
ადგილობრივებმა მხოლოდ ის დაინახეს, როგორ მიაკითხეს გუშინ მანქანით ძმებმა საკუთარ დას და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
სოფლის მკვიდრები ამბობენ, რომ მერი ალადაშვილი ნაცემია.
ძმებმა სცემესო, ნაცემია, თვალი ამოვარდნილი აქვს. ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს“ - ამბობს ადგილობრივი.
მკვლელობა კახეთში დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა.
ძმები დასთან ერთად მეზობელ სოფელში სტუმრად იმყოფებოდნენ. იქიდან დაბრუნებისას კი ძმებმა ავტომობილში იჩხუბეს, რა დროსაც 34 წლის ქალმა მათი გაშველება სცადა, რა დროსაც მას ნახევარმა ძმამ მუშტი მოარტყა სახეში და ამის შემდეგ დას ფიზიკურად დაუპირისპირდა, მერი ალადაშვილი მანქანიდან გადავარდა, ქვას თავი დაარტყა და ახდგილზე გარდაიცვალა.
„პირველების“ ინფორმაციით ზურაბ ალადაშვილი დის მკვლელობას აღიარებს.
შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-მ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა. გომელაურის უწყებაში აცხადებენ, რომ 35 წლის კაცს ბრალად ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას - 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.