"მიზანმიმართულად წაიყვანეს, სცემეს და შემოაკვდათ" - კახეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმე თავდაყირა დგება

27.10.22 17:07
"მიზანმიმართულად წაიყვანეს, სცემეს და შემოაკვდათ" - კახეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმე თავდაყირა დგება

კახეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ამბავი თავდაყირა დგება.

„პირველებისთვის“ მომხდარის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ადგილებრივები "პირველებთან" ყვებიან ძმებმა საკუთარი და წნორი-ტიბაანის გზატკეცილზე მიზანმიმართულად წაიყვანეს, ჯერ სცემეს, სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ შემოაკვდათ.  

ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულებრივ ქმედებაში ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ორივე კაცი მონაწილოებდა და სასწრაფო დახმარებასაც თავად დაურეკეს. 

სოფლის მკვიდრების თქმით, სწორედ ასე გავიდა პოლიციაც მათ კვალზეც. დაჭერილი ბრალს აღიარებს, მეორე ძმის ადგილსამყოფელი კი არავინ იცის. 

მეორე ვერსიით კი, რასაც თავად დაკავებული ძმა ყვება, გარდაცვლილი და ძმების ჩხუბში ჩაერია, რა დროსაც დაშავდა, მანქანიდან გადავარდა, ქვაზე თავი დაარტყა და გარდაიცვალა.

მოკლული მერი ალადაშვილი უკვე საკუთარ სახლში გადაასვენეს.

რაც შეეხება დაკავებულს, ზურაბ ალადაშვილი ახლა ბრალის წარდგენის მოლოდიშია.

მკვლელობა კახეთში გუშინ მოხდა.

შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-მ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა. გომელაურის უწყებაში აცხადებენ, რომ 35 წლის კაცს ბრალად ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას - 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები