3 ნოემბერი დილის 10:00 საათი - დეკანოზ მამალაძის საქმეზე ევროსასამართლო საბოლოო ვერდიქტს გამოაცხადებს
3 ნოემბერი დილის 10:00 საათი - ევროსასამართლო მამა გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ემზადება. ვერდიქტი ზუსტად ერთ კვირაში გახდება ცნობილი. ევროსასამართლომ უნდა თქვას, არის თუა არა დაკავებული მღველი დამნაშავე პატრიაქრის მდივნის მკვლელობის მომზადებაში. ამის შესახებ ევროსასამართლოს პრესსამსახურმა " პირველებს" უკვე აცნობა.
გიორგი მამალაძემ ევროსასამართლოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის გამო მიმართვა.
"პირველები" ცოტა ხნის წინ დეკანოზის ადვოკატს დავით ჯანდიერს ესაუბრა. ადვოკატი სტრასბურგის სარჩელზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.
მთელი პროცედურის განმავლობაში გიორგი მამალაძე აცხადებდა, რომ მის ბარგში აღმოჩენილი ციანიდი მას არ ეკუთვნოდა და სამივე ინსტანცია ამ საკითხს ეხებოდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთვარი საკითხი სწორედ ეს იყო. ამდენად, ეს არის პირველი საკიტხი, რომელზეც არის საჩივარში მსჯელობა. მეორე, ეს არის დახურული სხოდმების ჩატარება, იმიტომ, რომ მთელი პროცედურა მიმდინარეპობდა საზოგადოებრივი კონტროლის მიღმა. ამდენად, საკითხი უკავშირდება იმას, დახურულად ჩატარება სხდომების იყო თუ არა მკაცრად აუცილებელი მოცემულ საქმეში იმ მითითებული პირობების გამო, რომლეეც ჰქონდა საუბარი საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაციის დროს ევროპულ სასამართლოსთან. მესამე ძირითადი შეკითხვა მდგომარეობს იმაში და პრეტენზია ჩვენი საჩივარში, მომჩივნის უდანაშაულობის პრეზუმციას ეხება. კერძოდ, იმ განცხადებების გამო, რომელიც გაკეთდა დაპატიმრების შემდეგ ოფიციალური განცხადებების გამო სხვადასხვა ტანამდებობის პირების მიერ, - თქვა ინტერესების დამცველმა.
თუ სტრასბურგის სასამართლო დაადგენს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პატიმარ მღვდელს სამართლიანი სასამართლოს უფლებაა წაართვა, ციანიდის საუკუნის საქმე თავდაყირა დადგება, მძიმე ავადმყოფი მღვდლისთვის კი ხელსიუფლებას ციხის კარის გახსნა მოუწევს.
გადაწყვეტილება, რომელიც ევროსასამართლომ 3 ნოემბერს უნდა გამოაცხადოს, 3 თვის განმავლობაში სტრასბურგში დარჩება, კიდევ ერთხელ გადაიხედება და საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტრთა კომიტეტი მიიღებს.