თბილისის მერია მკვლელ ჩანჩქერთან ჯებირებს არ ამონტაჟებს - უწყებამ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

28.10.22 12:13
თბილისის მერია მკვლელ ჩანჩქერთან ჯებირებს არ ამონტაჟებს - უწყებამ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

თბილისის მერია მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ - კალაძის უწყებამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. საქმე მკვლელ ჩანჩქერთან უსაფრთხოების ჯებირების დამონტაჟებას ეხება, რომელიც დედაქალაქის მერიას სასამართლომ დააკისრა. სწორედ აღნიშნულ ჩანჩქერზე ორი არასრუწლოვანი ტრაგიკულად დაიღუპა. 

კალაძის უწყებამ  პირველის ინსტანციის გადაწყვეტილებას გაუქმება მოითხოვა, რაც მეორე ინსტანციამ დააკმაყოფილა და მერიას პასუხისმგებლობა მოუხსნა. 

დაზარალებული ოჯახები კი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ  და პასუხიმსგებლობას დედაქალაქის მერიას აკისრებენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი იყო. რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, არასრულწლოვნები დაიხრჩვნენ კონკრეტულად თემქის მხარეს არსებულ ე.წ. ჩანჩქერთან და ჩვენი სარჩელი, ორი დაზარალებული ოჯახის სარჩელი მიემრატბეოდა სწორედ ამ ტერიტორიის მოწესრიგებას. კახი კალაძე არის პასუხისმგებელი როგორც ქალაქ თბილისის მერი და როგორც უწყება არის პასუხისმგებელი ყველა იმ სემტხვევაზე, რაც ეხება წყლის უსაფრთხოებას. მერია არ ირებს პასუხისმგებლობას ამ შემთხვევებზე და კვლავ რჩება საშიში ადგილები დაუცველი, - ამბობს  "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირქტორი ალეკო ცქიტიშვილი.  

 

 

 

მსგავსი სიახლეები