ჩვენ, სინოდის წევრები და ეკლესია, ყველანი თანახმა ვართ, რომ ის (დეკანოზი მამალაძე) გამოვიდეს - მეუფე ნიკოლოზი

28.10.22 13:17
ჩვენ, სინოდის წევრები და ეკლესია, ყველანი თანახმა ვართ, რომ ის (დეკანოზი მამალაძე) გამოვიდეს - მეუფე ნიკოლოზი

ჩვენ, სინოდის წევრები და ეკლესია, ყველანი თანახმა ვართ, რომ ის (დეკანოზი მამალაძე) გამოვიდეს - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზმა ,,ტვ პირველთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, რა ფორმით უნდა მოხდეს დეკანოზის გათავისუფლება, თუმცა დარწმუნებულია საპატრიარქოს პოზიციაში, რომ მამა გიორგი მამალაძემ საპატიმრო უნდა დატოვოს.

რა იქნება საპატრიარქოს პასუხი, ვერ გეტყვით, მე პირადად რამდენჯერმე ვიყავი საპატიმროში, მოვინახულე, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. სინოდის წევრებსაც ვუთხარი. ყველანი აბსოლუტურად თანახმა იყვნენ. სათიტაოდ რომ კითხო, სინოდის ყველა წევრი თანახმაა, რომ მამალაძე გატავისუფლდეს, სინოდმა პრეზიდენტსაც მიმართა, სახელმწიფოსაც ცალკე და იცით, რა, ეს კითხვა ჩვენს მიმართ არ არის. 

ჩვენ, სინოდის წევრები და ეკლესია, ყველანი თანახმა ვართ, რომ ის გამოვიდეს, შეწყალება მოხდეს, თუ არ ვიცი დანარჩენი, იურიდიულად როგორია ეს პროცედურა, მაგრამ ჩვენ არაფერი ამის საწინააღმდეგო არ გვაქვს. - აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზი. 

ექვსი დღე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე.  დეკანოზ მამალაძის ოჯახი და მისი მხარდამჭერები დარწმუნებულები არიან,  რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ციანიდის საქმეზე დაკავებულ მამაოს გაამართლებს. დეკანოზის ოჯახი საჯარო განცხადებას ჯერ-ჯერობით არ აკეთებს, ვიდრე სტრასბურგის გადაწყვეტილება ცნობილი არ იქნება. ამ ფონზე კი დღეს საქართველოს საპატრიარქოში 15 საათზე საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. განცხადებას პრესასთან  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე,  გააკეთებს.

რა აქვს სათქმელი საპატრიარქოს პრესს-სამსახურის ხელმძღვანელს და უკავშირდება თუ არა ბრიფინგი დეკანოზის საქმეს, ამ ეტაპზე უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საპატრიარქოში ბრიფინგი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ,,ტვ პირველის" ეთერში სტარასბურგის სასამართლოში მიმდინარე მამალაძის პროცესზე გავიდა ინფორმაცია.

მსგავსი სიახლეები