აფეთქება სასტუმრო "ლუქსში" - დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია
ამ დრომდე კრიტიკულია 47 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც სასტუმრო "ლუქსის" ნომერში აფეთქდა. ღუდუშაურის ჰოსპიტალში დაშავებული კაცი კომით შეიყვანეს. ხელყუმბარის აფეთქების გამო ახლგაზრდა კაცმა დაზიანებები ქვედა კიდურებზე, გულმკერდსა და თავზე მიიღო. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
პაციენტი შემოყვანილია წუხელ, ღამის 2 საათზე. აფეთქების შედეგად აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები ქვედა კიდურებზე, გულმკერდზე, თავზე. მდგომარეობა არის კრიტიკული. ცაუტარდა ქირურგიული ჩარევა ღამის განმავლობაში. ამჟამად მდგომარეობა არის კრიტიკული, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მიმდინარეობს მკურნალობა. პაციენტი იყო სემოსული მძმე მდგფომარეობაში, კომა იყო გამოხატული, ამიტომ თვითონ ჩივილები ვერ გადმოსცა რა მოხდა. სიცოცხლეს საფრტხე ემუქრება, მდგომარეობა არის კრიტიკული, - ამნბობს კლინიკის ექიმი.
აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე სასტუმრო "ლუქსში" აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, კაცმა თავის აფეთქება სცადა. სავარაუდოდ, მას ვალებთან დაკავშირებული პირადი პრობლემები ჰქონდა.
ამ დროისათვის სასტუმრო ლუქსი დალუქულია. თბილისის მთავარ სამმართველოშ ამ დროისათის გამოკითხვების სერია მიმდინარეობს.
გამოძიება 229 მუხლით არის დაწყებული, რაც ასაფეთქებელი ნივთიერების ამოქმედებას გულისხმობს.