საპატრიარქო მედიის წარმომადგენლებს რეგულაციებს უწესებს

28.10.22 15:18
საპატრიარქო მედიის წარმომადგენლებს რეგულაციებს უწესებს

საპატრიარქო მედიის წარმომადგენლებს რეგულაციებს უწოდებს. ამის შესახებ მამა ანდრია ჯაღმაიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. საპატრიქროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ამის მიზეზად ეკლესიაში წესრიგის შენარჩუნებას ასახელებს.

სასულიერო პირის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესის გამოყენებაც იმოქმედებს. 

სპეციალურ ბრიფინგზე მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტები ასევე უწესო ქმედებაში დაადანაშაულა და მეტი დამაჯერებლობისთვის საზოგადოებას ვიდეოკადრებიც აჩვენა. 

უკანსკნელ წლებში საქართველოში არცერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ შექმნია იმდენი წინააღმდეგობა ცალკეული მედიასაშუალებებისა და გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, როგორც ქართულ მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიას. საპატრიარქოს არცერთ შემთხვევაში არ მიუმართავს იმ კანონიერი საშუალებებისთვის, რომლითაც, საერთოდ, შეუძლია ისარგებლოს პირმა ან ორგანზიციამ ცილისწამების ან რეპუტაციული ზიანის მიყენების შემთხვევაში. 1

4 ოქტომბერს ხმაური იყო სვეტიცხოვლის ეზოში და როგორ მივედით აქამდე?თქვენ ნახეთ კადრები, რა უძღოდა ამას წინ. რამდენიმე მაგალითი გაჩვენეთ და სრულიად საკმარისია, გავიხსენოთ მარტვილის რეზიდენციაში შეჭრა, მერე მცდელობა, რომ თითქოს დაებრალებინათ ეკლესიისთვის, რომ იქ მღვდლებმა გადმოყარეს თითქოს ჟურნალისტები. ასევე, მარტვილის ტაძარში ჩაშლილი მსახურება, კიკეთის მოვარდნა, იქ მონაზვნებთან თითქმის შევარდნა სახლში, შტურმი... მივედით იქამდე, რომ სვეტიცხოვრლობა დღეს სვეტიცხოვსლი ტაძრის ეზოში, იმ დღეს, როცა წირვა აღასრულა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მისი აღსაყდრებისა და დაბადების დღის მოახლოებული საიუბილეო თარიღების წინ ერთ-ერთი ტელევზიიის ჟურნალისტი სასულიერო პირებს ბანდიტებს უწოდებს... ცალკე სათქმელია, რომ ტელევიზიიების ნაწილს სვეტიცხოვლობა, როგორც საზეიმო მოვლენა, არც კი გაუშუქებიათ. მთლიანი ორიენტირი მიმართული იყო ეკლესიისა და დღესასწაულის დაკნინების კუთხით, რომლის ფარგლებშიც აქტიურად წამოიწია სვეტიცხოვრლობის წინა დღეს მოგონილი პატრიარქის გადადგომის მოლოდიონის სკანდალის საკითხი. 

საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით მსგავსად სხვა უწყებებისა და ორგანიზაციებისა და მედიის წარმოამდგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც გამომდინარეობს საჭიროებიდან, ზოგ შემთხვევაში განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე, აკრედიტაციის წესის გამოყენებსაც გულისხმობს, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ. 
 

მსგავსი სიახლეები