ცდილობს თუ არა საპატრიარქო მამალაძის თემის გადაფარვას - ჯაღმაიძე "ტვ პირველის" კითხვამ წყობიდან გამოიყვანა

28.10.22 15:25
ცდილობს თუ არა საპატრიარქო მამალაძის თემის გადაფარვას  - ჯაღმაიძე "ტვ პირველის" კითხვამ წყობიდან გამოიყვანა

გიორგი მამალაძის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე დღთ ადრე საპატრიარქო მედიის წარმომადგენლებს რეგულაციებს უწესებს.

ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვამ, ემსახურება თუ არა საპატრიარქოს ეს გადაწყვეტილება გიორგი მამალაძის თემის გადაფარვას, ანდრია ჯაღმაიძე წყობიდან გამოიყვანა.

სხვა კითხვა არავის გაქვთ? თქვენ დაამთავრებთ პრესკონფერენციას თუ მაცდით? - უპასუხა საპატრიარქოს პრეს-მდივანმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

ანდრია ჯაღმაიძეს საბოლოოდ მაინც მოუწია „პირველების“ მიერ დასმულ კითხვაზე პასუხი.

არ ემსახურება მამალაძის საქმის გადაფარვას. რა შუაშია სტრასბურგის სასამართლო აქ, ჯერ არც ყოფილა თან ეს სასამართლო. იმავე დღეს გვქონდა ეს განცხადება მზად, მაგრამ მცირეწლოვანი იყო დაუპული და მოვერიდეთ ამ მძიმე დღეებში ჩვენი თემით შემოვსულიყავით საზოგადეობაში“- განაცხადა ჯაღმაიძემ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კი ექვსი დღე დარჩა.  დეკანოზ მამალაძის ოჯახი და მისი მხარდამჭერები დარწმუნებულები არიან,  რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ციანიდის საქმეზე დაკავებულ მამაოს გაამართლებს. 

მსგავსი სიახლეები