კალაძე "ტვ პირველის" წინააღმდეგ - 21 ნოემბერს გაირკვევა, მოაწერს თუ არა მოსამართლე ხელს ომს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ
კახი კალაძე „ტვ პირველის“ წინააღმდეგ - დღეს სასამართლოში საქმეზე განხილვა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქედან ერთი საათი მოსამართლესა და „ტვ პირველის“ ადვოკატს შორის პოლემიკას დაეთმო.
„ტვ პირველის“ ადვოკატი, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მომჩივანმა დამატებით მტკიცებულებად სასამართლო სხდომაზე ვიდეო-მტკიცებულება წარმოადგინა, სხდომის გადადებას ითხოვდა, რათა დამატებითი მტკიცებულებების შეესწავლა, თუმცა მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ასევე მოსამართლემ „ტვ პირველის“ ადვოკატს არ მისცა იმ მტკიცებულებების წარდგენის უფლება, რაც ადასტურებდა, რომ კალაძემ, პირველად მაია მამულაშვილის გადაცემიდან აღნიშნული ბრალდება არ მოისმინა.
მაია მამულაშვილს მხოლოდ იმის მტკიცება ევალება მოცემული დავის ფარგლებში, რომ ეს ინფორმაცია მანამდე გავრცელდა საზოგადოებაში და არა იმის, რამდენად შინაარსობრივად სწორი თუ არასწორი იყო ეს ინფორმაცია. უბრალოდ, გაიმეორა საზოგადოების დიდ ნაწილში კარგად გავრცელებული ინფორმაცია, გააჟღერა და სწორად ამ შემთხვევაში ხდება ამ სარჩელის შეტანა, რაც უკვე მიუთითებს, რომ დღევანდელ მოცემულობაში კიდევ უფრო მომართულია ადამიანთა ჯგუფი, რომ ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და მძიმე ფინანსური მდგომარეობა შეუქმნას ტელევზიას“, - ამბობს „ტვ პირველის“ ადვოკატი ქეთი ზანდუკელი.
რაც შეეხება თბილისის მერის უფლებადამცველს, ადვოკატი ამბობს, რომ ყველა არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება
ყველა არასწორი ინფორმაცია, რომელიც იქნება გავრცელებული ზოგადად კონკრეტულად ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ბუნებრივია, ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება. დისკრეაციული უფლებამოსილებაა ადამიანის როდის იჩივლებს და როდის არ იჩივლებს. ეს მისი გადასაწყვეტია. როდესაც გაუჩნდა იმის განცდა, რომ მას შეელახა პატივი და ღირსება, მაშინ მიმართა სასამართლოს და მორჩა“. - ამბობს კალაძის ადვოკატი.
მორიგი სასამართლო სხდომა 21 ნოემბერს ჩაინიშნა და სწორედ ამ დღეს გაირკვევა, მოაწერს თუ არა მოსამართლე ხელს ომს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.
კალაძე 100 ათას ტელევიზიისგან მაია მამულაშვილის „დღის ამბებში“ გამოთქმული მოსაზრების გამო ითხოვს.