მძღოლი, რომელიც რუსთავში 4 წლის ბავშვს დაეჯახა, საავადმყოფოში გადაიყვანეს
მძღოლი, რომელიც რუსთავში 4 წლის ბავშვს დაეჯახა, მის მძიმე მდგომარეობაშია და მისი საავადმყოფოში გადაიყვანა გახდა საჭირო.
ის ამ დრომდე საავადმყოფოში მედიკოსებისა და სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
რუსთავის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლების ნაწილი დღეს გამოძიების კითხვებს პასუხობდნენ, ნაწილი კი, მათი თქმით, ახლა მერიაში არიან დაბარებულები.
ჩემი მძღოლი დაეჯახა ბავშვს კი. ის გაშეშებულია, კლინიკაშია ახლა. საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს ვიცი. იქ კამერებმა უჩვენეს, რომ მძღოლი არაფერ შუაშია. ეს რომ შეემთხვა მერე გახდა ცუდად. მერიაში დაიბარეს ნაწილი თანამშრომლებისა, ალბათ რუსთავის მერს უნდა შეხვდნენ“ - ამბობს რუსთავის სატრანსპორტო კომპანიის დაცვის თანამშრომელი.
შემზარავი შემთხვევა რუსთავში გუშინ მოხდა.
დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ 4 წლის ბავში კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა.