კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარე სასამართლო დავებს ექსპერტები აფასებენ
კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარე სასამართლო დავებს ექსპერტები აფასებენ.
იურისტებს, მედია ექსპერტებს უჩნდებათ ერთგავრი განცდა, რომ მედიის წინააღმდეგ არსებული დავებს ხელისუფლება დაჩქარებული წესით განიხილავს.
„მედიის უფლებების“ ხელმძღვანელი და მედიის ადვოკატირებისთვის კოალიციის კოორდინატორი ნათია კაპანაძე ამბობს, რომ როდესაც შესაძლოა საკითხი ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებში გადაწყდეს, მერი, ამ შემთხვევაში ინსტრუმენტად სასამართლოს იყენებს.
„თითქოს არ არის შეუძლებელი, წინასწარ გამოვიცნოთ შედეგი, რადგანაც, ნებისმიერი სამართალწარმოება ჩვენს ქვეყანაში სრულდება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები უკვე არა ერთია, მათ შორის „ტვ პირველის“ მიმართ მიღებული, თუმცა საინტერესოა თავად ეს საქმე, როდესაც მედია-ექსპერტები საუბრობენ, რომ საკითხი შესაძლოა გადაწყდეს ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებში, მერი, ამ შემთხვევაში ინსტრუმენტად სასამართლოს იყენებს“.- ამბობს ნათია კაპანაძე.
დედაქალაქის მერი ჟურნლისტ მაია მამულაშვილს უჩივის და 100 ათას ლარს მორალური ზიანის სანაცვლოდ ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ასევე დაჩქარებულ რეჟიმში განიხილა სასამართლომ ირაკლი კობახიის დედის ხანდაზმული სარჩელიც "ტვ პირველის" წინააღმდეგ და „ოცნების“ თავმჯდომარის დედის მოთხოვნები დააკმაყოფლა.