ტეტუნაშვილი საქართველოს წინააღმდეგ - სტრასბურგის სასამართლომ წამების ფაქტზე მოქალაქის სარჩელი წარმოებაში მიიღო
ვლადიმერ ტეტუნაშვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ - სტარასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქართველოს მოქალაქის საჩივარი, რომელიც სამართალდამცველებს სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს.
ვლადიმერ ტეტუნაშვილის მტკიცებით, ის გორის კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანმა, ლუკა ბეთლემიძემ და მასთან ერთად მყოფმა ძალოვნებმა დააკავეს, გაიტაცეს და სასტიკად სცემეს. მსხვერპლმა საქართველოში სამართალს 2 წლის განმავლობაში ვერ მიაღწია, ამიტომ ახლა მის საქმეს სტრასბურგში განიხილავენ
არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, სასტიკ მოპყრობაში დადანაშაულებული სამართალდამცველი პროკურატურას გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებია. ბეთლემიზე ამ დრომდე სისტემის მოქმედ თანამშრომლად რჩება
ეს არ არის ერთადერთი ფაქტი, როცა სისტემა მოძალადე პოლიციელებს იფარებს. საქართველოს პროკურატურაშია კიდევ ერთი დაზარალებული მოქალაქის საჩივარია, რომელიც ასევე გორის პოლიციის თანამშრომლებს ამხელს. მოქალაქე, რომელიც სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, ჰყვება, რომ გორელი პოლიციელების მხრიდან სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
ზურაბ ხვადაგაძე ამტკიცებს, რომ ის ჯერ პოლიციის მანქანით გაიტაცეს, სცემეს, სასაფლაოზე პოლიციელებმა აფურთხეს და დასისხლიანებული, განყოფილებაში გადაიყვანეს. წინა შემთხვევის მსგავსად, სათვალთვალო კამერის ჩანაწერები არც ამ შემთხვევაში არსებობს.
გორის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების სისასტიკეზე ქალაქში ბევრი საუბრობს. თუმცა, ძალადობაში დადანაშაულებულ არცერთ პოლიციელს პასუხი არ უგია. კრიმინალური პოლიციის ოდიოზურ მაღალჩინოსანს - ლუკა ბეთლემიძეს პროკურატურა გამოკითხვაზეც კი არ იბარებს, მიუხედავად იმისა, რომ მას დაკავებული პირები პირდაპირ ადებენ ხელს და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
გორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების სულ მცირე 2 საქმეა გახმაურებული. აქედან- ერთის განხილვა სტრასბურგში იწყება, მეორეს კი გორის რაიონულ სასამართლოსი განიხილავენ. თუმცა, დაზარალებულების ადვოკატის ინცორმაციით, პროკურატურა მხოლოდ პოლიციელების და იმ მოწმეების ჩვენებებს ეყრდნობა, რომლებიც სავარაუდო ძალადობის ადგილზე საერთოდ არ ყოფილან.