პროკურატურამ 20 ივნისს დაშავებულ კობა ლეთოდიანს დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 3 წლის შემდეგ მიანიჭა

29.10.22 12:40
პროკურატურამ 20 ივნისს დაშავებულ კობა ლეთოდიანს დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 3 წლის შემდეგ მიანიჭა

პროკურატურამ უკან დაიხია და 20 ივნისის აქციაზე დაზარლებულ კობა ლეთოდიანს, რომელსაც ორჯერ უარი უთხრეს, საბოლოოდ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, თუმცა, ეს მუხლი ამნისტირებულია. 

ლეთოდიანის ადვოკატის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურას 3 წელი დასჭირდა კადრების შესასწავლად, რათა დაედგინა, რომ კობა ლეთოდიანი აქციის მშვიდობიანი მონაწილე იყო და იქ მყოფებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, ხოლო ერთადერთი საღი თვალი იმის გამო დაკარგა, რადგან სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები გამოიყენა.

პროკურატურის გადაწყვეტილება, ამნისტრირებული მუხლით დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს ჩემთვის. როცა სახეზეა გადამეტებული ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან მოქალაქეების მიმართ, ამდროს პროკურატურა თვალდათხრილ ადამიანებს დაზარალებულის სტატუსს ანიჭებს ამნისტირებული მუხლით. ამით ის ცდილობს, ყველანაირი პასუხისმგებლობა აარიდოს დამნაშავე პირებს - ამბობს ლეთოდიანის ადვოკატი.

კობა ლეთოდიანის ოჯახი აპირებს,  საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართოს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.

 

მსგავსი სიახლეები