75 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობა შიდა ქართლში - პოლიცია 40 წლის მოძალადე მამაკაცს ეძებს
შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში პოლიციაა მობილიზებული - სამართალდამცველები მოხუც ქალზე სექსუალურად მოძალადე პირის ძებნის სამუშაოებს ახორცილებენ.
შიდა ქართლში მოხუცი ქალის გაუპატიურება სცადეს. 75 წლის ქალზე სექსუალურად ძალადობას 40 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცდილობდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
შემთხვევა დღეს მოხდა. ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. დაზარალებულმა ქალმა პოლიციას ჩვენება სავარაუდოდ უკვე მისცა.
მოძალადის დაკავების შესახენ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.