ოლიგარქი პრინცესების ქუჩიდან - ივანიშვილი საფრანგეთში გადასახადების დამალვაშია მხილებული
"შაბათის ეთერის" ინფორმაცით, ბიძინა ივანიშვილი პარიზში, პრინცესების ქუჩა ნომერ 29 - ში, ტყეში ჩაფლული სასახლის მფლობელია. "ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა კი მოიპოვეს დოკუმენტები, რომელიც აჩენს განცდას, რომ საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე, სავარაუდო თაღლითური სქემით საფრანგეთს მთავრობას ატყუებენ და გადასახადებს მალავენ.
მოპოვებული მტკიცებულების თანახმად, ივანიშვილმა სასახლე ვერსალის უბანში სამაკლერო ფირმაზე გადააფორმა. დოკუმენტებით დგინდება, რომ კომპანია "პრინცესები", რომლის აქციების 99 %-ს ბიძინა ივანიშვილი, 1% კი ეკატერინე ხვედელიძე ფლობენ, წესით უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვა გაქირავებით უდნა იყოს დაკავებული, თუმცა ბოლო ტრანზაქცია ამ კომპანიას 2013 წელს უფიქსირდება.
"შაბათის ეთერის" ხელში აღმოჩნდა, ივანიშვილის დადებული ბოლო 2013 წლის გარიგება. პრემიერ მინისტრად დანიშვნის შემდეგ ქართველმა ოლიგარქმა ფრანგული კომპანიის მმართველი ბერტრან კუე, ჟოელ დისეზით შეცვალა. ბერნარდ კუე ივანიშვილთან ერთად ამ კოპანიის მეწილეც, იყო თუმცა 2010 წელს ეს წილი მან 10 ევროდ ეკა ხვედელიძეს გადაუფორმა.
საფრანგეთიდან მოპოვებული დოკუმენტებით, რჩება განცდა, რომ ივანიშვილს ქონების გადასამალად ფიქტიური გარიგებების მთელი ჯაჭვი აქვს აწყობილი, მაგალითად მილიონებად შეფასებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული კომპანია "პრინცესების" საწესდებო და კაპიტალი მხოლოდ 1000 ევროა. რაც წარმოუდგენელი ფასია, ამ უბანში ერთი კვადრატული უძრავი ქონების ფასი სოსიეტეს მონაცემებით, 6000 ათასიდან 9000 ევრომდე მერყეობს.
ვერსალის უბანში, 18-19 საუკუნის ტყეში ჩაძირული სასახლის ბედი, ახლა ჰაერში კიდია, ბიძინა ივანიშვილს მისი ყოფილი ცოლი, ინგა პავლოვა ედავება ყველაფერს, რაც კი გააჩნია. ბიძინა ივანიშვილის ქონებისა და ბიზნესის ბედი, ახლა პარიზის პროკურატურასა და სასამართლოზეა დამოკიდებული.
მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტური გამოძიება ვრცლად ნახეთ აქ