პედოფილიის ფაქტი თბილისში - შუახნის კაცმა მცირეწლოვნის გატაცება სცადა

30.10.22 11:20
პედოფილიის ფაქტი თბილისში - შუახნის კაცმა მცირეწლოვნის გატაცება სცადა

თბილისის ქუჩებში მოზარდების მარტო გადაადგილება უსაფრთხო აღარ არის. შუახნის კაცმა მცირეწლოვანებზე ძალადობა სცადა. შემთხვევა დაახლოებით 21:00 საათზე, მეტროში  მოხდა. უცნობი მოზარდებს მაშინ აეკიდა, როდესაც ძმები ცეკვის გაკვეთილიდან სახლში ბრუნდებოდნენ. 

სავარაუდო მოძალადე 10 წლამდე ბავშვის გატაცებას მოტყუებით ცდილობდა. ის უფროს ძმას აჯერებდა, რომ ბავშვი ექიმთან უნდა წაეყვანა. 

მოზარდებმა თავს გაქცევით უშველეს. 


ბავშვები რომ ბრუნდებოდნენ ცეკვიდან მატარებელში აედევნა ვირაც კაცი. რომ გადმოვიდნენ ვარკეთილის მეტროსადგურში, უკვე სახლში რომ მოდიოდნენ უფროსს უთხრა ამ მამაკაცმა, რომ ბავშვი უნდა წაეყვანა ექიმთან, ვინაიდან ახველებდა. უფროსმა ჩემმა შვილმა უთხრა, რომ არ სჭირდებოდათ ექიმის დახმარება, იმიტომ, რომ დედა ჰყავთ ქიმი. მოდიოდნენ სახლში. არ შეეშვა ეს ადამიანია არასდროს  და ბავშვს დაუწყო ძძიგილაობა და გმოტაცება, რის შედეგადაც ჩემს უფროსს შვილს ხელი უკვრია ამ კაცისთვის გამოიქცნენ ექსკალატორზე ზევით ამოვიდნენ. რომ მორბოდნენ, მიწისქვეშა გადასასვლელია, ეს კაცი ისევ მოსდევდა. ეს შეამჩნია ქალბატონმა, უცხო მოქალაქემ, რომლისაც ძალიან დიდი მადლიერი ვარ. მიჰყვა ეს კაცი ავტობუსაბმდე ბავშვებს, ცდილობდა ავტობუსში ასვლას, სადაც საქმეში უკვე ის ქალბატონო ჩაერია და უთხრა, რომ ბავშვებისთვის თავი გაენებებინა. როდესაც ავტობუსის მგზავრები მიხვდნენ რაში იყო საქმე, ამის შემეგ ჩააგდეს ეს კაცი ავტობუსიდან და მოაცილეს ვიღაც უცხო მოქალაქე გოგონებმა, უღრმესი მადლობა მათაც, - ამბობს მოზარდების დედა. 
 

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სამართალდამცველები სავარაუდო მოძალადის იდენტიფიცირებას ცდილობენ. 

ეს მოზარდის გატაცების მცდელობის პირველი შემთხვევა არ არის. მსგავსი ინფორმაცია სოციალურ ქსელში უკვე ხშირდა ვრცელდება, მათ შორის, ვარკეთილის ჯგუფებშიც. 

 

მსგავსი სიახლეები