დონეცკის ოლქში მოკლული ქართველი ჯარისკაცის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს
დონეცკის ოლქში მოკლული ქართველი ჯარისკაცის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. ინფორმაციას "პირველებს" უკრაინაშ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უდასტურებენ. ქართველმა მებრძოლებმა თანამემამულის დაღუპვის ამბავი უკრაინული ლეგიონის წევრებისგან შეიტყვეს. ქართველი გმირი საარტილერიო ტავდასხმას ბახმუტთან ემსხვერპლა.
39 წლის ქართველი მეომარი უკრაინაში 4 თვის განმავლობაში იბრძოდა.
სამწუხაროდ, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, რომელიც იბროდა ყველაზე მძიმე და ცხელ წერტილში ბახმუტთან. გააფთრებული ბრძოლებია იქ. რუსებს გადაყრილი ჰყავს იქ ყველაზე ელიტური სამხედრო დანაყოფები. გადმოსვენებულია. ზუსტი ადგილმდებარეობა არ ვიცით, რომელ პროზექტურაშია. გადმოგზანილია მისი სამხედრო ბილეთი პროზექტურიდან, გუშინ დაიღუპა, - ამბობს ქართველი სამხედრო.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ეს რიგით 23 ქართველია, რომელიც პუტინის აგრესიას ემსხვერპლა. "პირველები" დაღუპულის ვინაობას არ ასაჯროვებს, რადგან ოჯახმა არაფერი იცის.