შეჩერებული ინფრაქსტრუქტურული სამუშაოები ოზურგეთში - ადგილობრივები უსაფრთხოების ზომების დაცვას ითხოვენ
შეჩერებული ინფრაქსტრუქტურული სამუშაოები ოზურგეთში, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეში აყენებს - მერიის და საკრებულოს წინ პარკის მშენებლობა წელიწადზე მეტია გაჩერებულია, კაბელები და რკინები კი ხალხმრავალ ადგილას დაუდევრად ყრია.
4 თის წინ ოზურგეთსი ჩაუსლ პრემიერ-მინისტრი ადგილობრივი მთავრობამ სწორედ აღნიშნულ ადგილას მიიყვანა და სამუშაოებით თავი მოიწონა, თუმცა ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ მშენებლობის პროცესი შეჩერდა.
ადგილორბივები ხელისუფლებას და პირადად არჩილ თალაკვაძეს წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებენ.
ხშირად არ მიწევს ამ გზაზე გამოვლა, მაგრამ რამდენჯერაც მომიწია, ასე ხდებად ა გაჩერებულია, არავინ მუშაობს. ბევრი არასრულწლოვანი გაუაზრებლად იქცევა და შეიძლება რამე მოუვიდეს, როგორც თბილისშ მოხდა, - ამბობს ადგილობრივი.
"პირველების" მცდელობის მიუხედავად, ოზურგეთის მერია არც სატელეფონო ზარებს პასუხებს და არც კომენტარს აკეთებს.