სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში - ალყაშია სავარაუდო ნარკორეალიზატორების სახლები
ამ დროისათვის საქართველოს რამდენიმე ქალაქში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. კრიმინალური პოლიცია თბილისსსა და რეგიონებში რამდენიმე მისამართზეა შესული. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ალყაში სავარაუდო ნარკორეალიზატორების სახლები აქვს მოქცეული.
მასშტაბური სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ამბობს, რამდენიმე მოქალაქეა ამ სპეცოეპრაციის სამიზნე.