დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-რეალიზება - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია ორი ძმა
სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში - "პირველების" ინფორმაციით, სოფელ წონიჭალაში დაკავებულია ორი ძმა. ისინი ძალოვანი უწყების თანამშრომლებს წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ. დაკავებულებს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვა-შეძენა-გასაღებას ედავება.
ადგილზე საგამოძიები მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამართალმდაცველებმა ასევე ძმების კუთვნილი ავტომობილები გაჩხრიკეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, 20 და 22 წლის ძმები ხელოსნები არიან.
22 წლის მე ვარ, ჩემი ტოლია. ხელოსანია მამა. სახლის მალიარები იყვნენ, - ამბობს ადგილობრივი.
მეზობლები ასევე ამბობენ, რომ მათ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.
დაკავებულების ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ამ წუთებში ნარკოდილერების წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს.