ნათესავები გვეძებენ, დაგვპირდნენ, რომ საქართველოშიც გვიპოვიან - დაღესტნიდან გამოქცეული დები

31.10.22 11:18
ნათესავები გვეძებენ, დაგვპირდნენ, რომ საქართველოშიც გვიპოვიან - დაღესტნიდან გამოქცეული დები

დაღესტნიდან გამოქცეული დები ახალ ვიდეო მიმართვას ავრცელებენ - ჩანაწერით ვიგებთ, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს ნათესავები ისევ ეძებენ.

ემუქრებიან, რომ საქართველოშიც იპოვიან და უკან სამშობლოში დააბრუნებენ. 

შეგახსნებთ, ოთხივე ხაჯალმახიდან გამოიქცა. მათ სცემდნენ და ბიძაშვილზე დაქორწინებას აიძულებდნენ. უკრძალავდნენ თავისუფლად გადაადგილებას და განათლების უფლებას.

ნათესავები ისევ გვეძებენ, ისინი დაგვპირდნენ, რომ საქართველოშიც გვიპოვიან, მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად იქნება", - თქვა ამინატ გაზიტ მაგომამედოვა.

მსგავსი სიახლეები