ცარიელი სკამები თბილისის საკრებულოში - ოპოზიციამ კალაძე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა

31.10.22 13:18
ცარიელი სკამები თბილისის საკრებულოში - ოპოზიციამ კალაძე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა

ცარიელი სკამები თბილისის საკრებულოში - ოპოზიციური ფრაქციები დედაქალაქის მერი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. კალაძე დღეს საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე არ მივიდა. 

ხელისუფლების ოპონენტებმა მერს შეშინებული და უპასუხისმგებლო უწოდეს. სხდომას მხოლოდ ოპოზიცია ესწრება. 

13 წლის მარიტას გარდაცვალების შემდეგ, პოლიტიკოსებს აინტერსებთ,
რამდენად უსაფრთხოა დღეს თბილისში გადაადგილება და რა მოხდა რეალურად ვაკის პარკში. 

ანგელოზივით ბავშვი იყო, პირველ რიგში, მსხვერპლი არ ტოტალური კორუფციისა, იმ სისტემასთან ერთად, რომელიც კახი კალაძემ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ჩამოაყალიბა. ფაქტი, რომ დღეს აქ არ არია „ქართული ოცნების“ წევრები, მეტყველებს იმაზე, რომ ეს საკრებულო, სამწუხაროდ,  გადაქცეულია ერთ დიდი ბუტაფორიად, რომ საკრებულო, როგორც დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანო აღარ არსებობს. ის არის გადაქცეული კახი კალაძის ერთრიგით რგოლად, რომელიც დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ გაამყაროს კახი კალაძი კორუფციული და ნეპოტისტური მმართველობა ამ ქალაქში, - თქვა სხდომაზე თბილისის საკრებულოს წევრმა ენმ-დან ირაკლი ნადირაძემ. 

საკრებულოს ოპოზიცია სხდომის გამართვას  ხვალაც გეგმავს. 

მსგავსი სიახლეები