სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი
სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში - დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი. თბილისში, ბათუმსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს კრიმინალურმა პოლიციამ საქართველოს, უკრაინის, რუსეთის და ყაზახეთის მოქალაქეები აიყვანეს.
დაკავებულების საცხოვრებელი სახლებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკია ამოღებული. წინასწარიი ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებები დანაშაულებრივი ქსელის წევრებს ქვეყანაში უცხოეთიდან შემოჰქონდათ.
ასევე, ირკვევა, რომ შსს-ს დანაშაულის დამადასტურებელი ოპერატიული მასალები აქვს. საუბარია ფარულ ვიდეოჩანაწერებზე, სადაც ჩანს, როგორ ახდენენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას დაკავებულები.
თბილისში, ბათუმში და სხვადასხვა ქალაქებში დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნშავე და რეალიზატორი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები დიდი ოდენობით და ასევე, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ეს ადამიანები ახდენდნენ ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანას სხვადასხვა გზებით, არიან დაკავებულები როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის, ყაზახეთის და რუსეთის მოქალაქეები. გამოძება მიმდინარეობს 260 მუხლით. არსებობს ასევე ფარული ვიდეოჩანაწერები და ყველა ის მტკიცებულება, რაც ხდის საფუძველს მათ დასაკავებლად. სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებზე საუბარია, ეს არის ჰეროინი, კოკაინი და სხვა, - განაცხადა კრიმინალური პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ.