გაძვირდება თუ არა პური - ხორბლის კრიზისი პრობლემებს საქართველოშიც შექმნის

31.10.22 13:26
გაძვირდება თუ არა პური - ხორბლის კრიზისი პრობლემებს საქართველოშიც შექმნის

ხორბლის კრიზისი პრობლემებს საქართველოშიც შექმნის. ინფორმაციას მთავრობაც ადასტურებს. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინიდან ხორბლის გატანაზეც შეზღუდვები დააწესა, მსოფლიოში ხორბალზე ფასები გაიზარდა. ძვირდება ხორბალი და გაძვირდება ფქვილიც. საქართველოში მარაგების ამოწურვის შემდეგ კი ახალ ფასად ნაყიდი პროდუქცია პურის ფასზე აისახება. 

ჩვენ ვაკვირდებით, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ცვალებადია. იყო ძალიან დიდი მზარდი დინამიკა.  გაზაფხულის შემდეგ ზაფხულის პერიოდამდე  ჩვერნ აქტიურად არ ცავერიეთ ამ პროცესში, ვინაიდან ჩარევას , სავარაუდოდ, მოჰყვებოდა პურის ფასის გაძირება. ეს პროცესები, მიღწეული იქნება საბოლოოდ შეთანხმება და უკრაინაინიდან შესაძლებელი გახდება ხორბლის გატანა. ჩვენ ვაკვირდები მუდმივად ამ პროცესს და თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ჩარევა იმისთვის, რომ დავეხმარტოთ სექტორს, ჩვენ ამას განვახორციელოთ, თუმცა ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ ფასი პურზე ჩვენს მოსახლეობას არ გაუძირდეს, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. 

მსგავსი სიახლეები