კარტოგრაფების საქმე - ბაღათურია სასამართლოშია და სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აპირებს

31.10.22 15:30
კარტოგრაფების საქმე - ბაღათურია სასამართლოშია და სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აპირებს

კარტოგრაფების საქმის განხილვა სასამართლoში დაჩქარებული წესით მიდის.

დღეს პროკურატურამ სასამართლოში ახალი ოქროს მოწმე ჯონდი ბაღათურია მიიყვანა.

ბაღათურია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აპირებს ჩვენების მიცემას.

ის ამბობს, რომ ჯერ ჯერ კიდევ 2012 წელს ითხოვდა მესამე პრეზიდენტის იმპიჩმენტს ამ საქმესთან დაკავშირებით.

ყოფილი ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს დანაშაული აქვს ჩადენილი და რომ მან უღალატა ქვეყანას.

პირველ რიგში გამოძიება და სასამართლო დაინტერესდა ჩემთან ურთიერთობით იმის გამო, რომ 2012 წელს “ქართული დასი” გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ და ჩვენ მაშინ პრეზიდენტს ბრალი დავდეთ სახელმწიფოს ღალატში, რომელიც გამოიხატებოდა სწორედ დავით გარეჯის ტერიტორიაზე გადმოსული აზერბაიჯანელი მესაზღვრეების უკანონო დგომის დროს, როცა სააკაშვილმა დატოვა, როგორც მთავარსარდალმა ტერიტორია და როგორც მოღალატე წავიდა იტალიაში შოპინგზე. მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არის მოღალატე და მიმაჩნია, რომ ილიჩოვა და მელაშვილი, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, არიან დამნაშავეები, მაგრამ ესენი არიან მეისრეები და ისინი ასრულებდნენ დავალებას, პრეზიდენტის მითითებას“. - ამბობს ბაღათურია.

კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საზღვრების დელიმიტაციის პროცესში, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ადანაშაულებს.

ბრალდებულები სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

მსგავსი სიახლეები