კარტოგრაფების საქმე - მარიკაშვილის თქმით, სასამართლოში ბაღათურიას დაბარება სანახაობის ნაწილია
კარტოგრაფების საქმე - ილიჩვას და მელაშვილის ადვოკატი ამბობს რომ სასამართლო სანახაობად არის გადაქცეული.
ედუარდ მარიკაშვილის თქმით, ჯონდი ბაღათურიას მოწმის სახით დაბარებაც აღნიშნულ საქმეზე სანახაობის ერთ-ერთი ნაწილია.
არც ერთი მოწმე, რომელიც დაიკითხა, არ იძლევა ინფორმაციას, რომელოიც გაამყარებდა ბრალდების არგუმენტებს. სამწუხარო არის ის, რომ როგორც ამ საქმის დასაწყისში, ისევე პროცესებზე, სასამართლო არის ერთგვარ სანახაობად გადაქცეული პროკურატურის მიერ და მე ვფიქრობ, რომ ბაღათურიაც არის ამ სანახაობის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც არანაირ სამართლებრივ არგუმენტებს ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლოს ვერ მიაწვდის“. - ამბობს მარიკაშვილი.
კარტოგრაფების საქმის განხილვა სასამართლoში დაჩქარებული წესით მიდის.
დღეს პროკურატურამ სასამართლოში ახალი ოქროს მოწმე ჯონდი ბაღათურია მიიყვანა.
ბაღათურია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აპირებს ჩვენების მიცემას.
ყოფილი ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს დანაშაული აქვს ჩადენილი და რომ მან ქვეყანას უღალატა.
კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საზღვრების დელიმიტაციის პროცესში, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ადანაშაულებს.
ბრალდებულები სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.