სარეცხი მანქანის გამო შიმშილისთვის განწირული პენსიონერი, რომელსაც შვილი 40 დღის წინ გარდაეცავალა

31.10.22 20:46
სარეცხი მანქანის გამო შიმშილისთვის განწირული პენსიონერი, რომელსაც შვილი 40 დღის წინ გარდაეცავალა

74 წლის ბელა გუნცაძე სოციალური დახმარების გარეშე ერთი სარეცხის მანქანის გამო დარჩა. ქალს სახლი თავზე ენგრევა და ნახევრად მშიერია, თუმცა მინიმალური დახმარება სახელმწიფომ მისთვის მაინც ვერ გაიმეტა. 

74 წლის პენსიონერს, შვილი 40 დღის წინ გულის შეტევით გარდაეცავალა. ვიდრე მისი ერთადერთი მარჩენალი ცოცხლი იყო, სადილი დედისთვის უფასო სასადილოდან მოჰქონდა, თუმცა ახლა ქალს ესეც აღარ აქვს. 

ბელა გუნცაძეს რამდენიმე ქორნიკული დაავადება აქვს, პრეპარატები მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომაც არჩევანის გაკეთება წამალსა და საკვებს შორის უწევს. 

რატომ გაწირა შიმშილით სიკვდილისთვის სახელმწიფომ პენსიონერი, რაიონის გამგეობას ამ კთხვაზე პასუხი არ აქვს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი „პირველებს“ არ შეგხვდა, ოფიციალურმა წარმოამდგენლემა კი სატელეფონო ინტერვიუში გვითხრა, რომ ქალბატონ ბელას ვერ დაეხმარებიან, რადგანაც სახლს რომელშიც ის ცხოვრობს არ ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც ოფიციალური წერილით მიმართავს გამგეობას. 

"პენსიონერის სიცოცხლე შიშის ქვეშ" - ნახეთ, ლუკა ჩანგელიას რეპორტაჟში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები