სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა

01.11.22 11:20
სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა

შსს-მ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა. საგანგებო ბრიფინგი უწყებამ ცოტა ხნის წინ გამართა. 

შსს ცნობით, დაკავებული პირებიდან 18 ნარკორეალიზატორია.

საგანგებო ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ იმ დანაშუალებრივ სქემაზე ისაუბრა. დაკავებულებს 20 წლამდე ვადით ან უვადო თვაისუფლების აღკვეთა ემუქრებათ: 

პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით თბილისის სხვადასხვა უბნებსა და ფონიჭალას დასახლებაში , ასევე, სამეგრელოში, იმერეთში, შიდა ქართლსა და აჭარაში კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა. 

ნარკოდანაშუალისთვის სულ 24 პირი დავაკავეთ, მათ შორის, 18 ნარკორეალიზატორია. სამართალდამცავებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმეჯერ განახორციელეს ნარკოტიკებზე საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული ვიდეო-აუდიოჩაწერა.

ნივთმტკიცების სახით ამოვიღეთ ნარკორეალიზაციაში ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშალებები. ასევე ამოღებულია ნარკოტიკების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული ფულადი თანხა.

თბილისსა და ბათუმში ერთდორულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე სამი პირი დავაკავეთ. დაკავებულია უკრაინის მოქალაქე განსაკუთრეით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, რუსეთი ფედერაციის მოქალაქე კი სამართლდამცავებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალედბით დააკავეს. 
პოლიციამ დაკავებულების ავტომანქანების და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი. 

 

კომლექსური საპოლიციო ღონისძებების ფარგლებში ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტებიც აღიკვეთა. დაკავებულია ყაზახეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე. აღნიშნული პირები ჩართული იყვნენ ინტერნეტით ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის საქმეში. მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებული იქნა 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული საშუალება კეტამინი. 
 

ბრალდებულები შემდფგომი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკებს და აღნიშნული ლოკაციის ადგილმდებარეობის ფოტოგადაღებას ახდენდნენ, შემდეგ კი სამალავების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას შემკვეთებს აწვდიდნენ. 
 

ასევე, სამართდალდამცავებმა ბათუმში დააკავეს პირი, რომლის მართის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებული ნარკოტიკული საშუალება უპრემორფინის შემცველი 490 აბი სუბოტექსი. 
მტელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, კოკაინი, ალფაპევეპე, სუბოტექსი და კეტამინი.
ნარკოტიკების უკანონო გასაღების და ნარკოდანაშაულისთვის ზემოხსენებულ ფაქტებზე მიმდინარეობს გამოძიება, - განაცხადა თემურ კუპატაძემ. 

 

თეიმურაზ კუპატაძის განცხადება სრულად ნახეთ აქ 

მსგავსი სიახლეები