კალაძის სახელით გაფორმებული გარიგებები - ოპოზიცია პროკურატურას გამოძიების შედეგების გასაჯაროვებას სთხოვს

01.11.22 11:35
კალაძის სახელით გაფორმებული გარიგებები - ოპოზიცია პროკურატურას გამოძიების შედეგების გასაჯაროვებას სთხოვს

ოპოზიცია  პროკურატურას თბილისის მერიის მხრიდან მილიონობით ლარის გაფლანგვის საქმეზე  გამოძიების შედეგების გასაჯაროვებას სთხოვს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს წევრმა ენმ-დან ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

საქმე ეხება "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ სკანდალურ სიუჟეტს, საიდანაც გაირკვა, რომ პროკურატურა თბილისის მერიაში კორუფციული გარიგებებს ეძებს. მოპოვებულია დოკუმენტები, რომლითაც დასტურებდება, რომ კახი კალაძის ხელმოწერით ჩამორიგებულ თბილისელების კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე  პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

გრძელდება თბილისის მერის და თბილისის მერიის მხრიდან ჩვენი მოქალაქეების ქონების და თანხების ფალნგვა და ამაზე საუბრობს უკვე არა მხოლოდ ოპოზიცია, არა მხოლოდ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ამ წუთებშიც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე და თბილისი პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება და გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით. საქმე ეხება მილიონობით ლარის, თბილისელების ქონების გაფლანგვას და ყველა ძირითად დოკუმენტზე ხელმომწერი არის სწორედაც კახი კალაძე. მიუხედავად იმისა, რომ ის ამ დრომდე უარყოფს ამ ფაქტს, რომ თითქოსდა რამე გამოძიება მიდის პროკურატურის მხრიდან, ჩვენ ხელშ გვიჭირავს დოკუემნტი და ეს გახლავთ სასამართლოს განჩინება, სადაც შვით თეტღზე წერია, რომ ამ წუთებშიც მიმდინარეობს ეს სისხლის სამართლებრივი საქმე.
გამომდინარე იქიდან, რომ არის მაღალი საზოგდოებრივი ინტერესი, ჩენ მოვუწოედბთ საქართელოს პროკურატურას, გააკეთოს განცხადება და საჯარო განმარტებები, რას ეხება და ვის ეხება მერიის მხრიდან აღნიშნული ტანხების გაფლანგვა და დაკითხული ჰყავთ თუ არა კახი კალაძე და დაკითხული ჰყავთ თუ არა კახი კალაძის ტოტალიზატორის ყოფილი უფროსი, რომელიც ამჟამად თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსია და თუ არ ჰყავთ, როდის იგეგმება ამ ადამიანების გამოკითხვა,  - განაცხადა ნადირაძემ. 

 

მსგავსი სიახლეები