მკვლელობა სანადირო თოფით - ზესტაფონში 23 წლის ბიჭი მოკლეს

01.11.22 12:40
მკვლელობა სანადირო თოფით - ზესტაფონში 23 წლის ბიჭი მოკლეს

მკველობა ზესტაფონში - სოფელ წითელვაკეში 23 წლის ბიჭი მოკლეს. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობების თანასოფლელმა  სანადირო თოფით მიაყენა. ერთ-ერთი ვერსიით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მომხდარის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. 

დაჭრილი  საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ცნობილია ასევე, რომ ოპერაციის დროს გარდაიცვალა ექიმიც, რომელიც პაციენტის გადარჩენას ცდილობდა. კლინიკის ექიმებს კოლეგის გარდაცვალების მიზეზზე საუბარი უჭირთ.

მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი უკვე დააკავა.

მსგავსი სიახლეები