მუნიციპალური ტრანსპორტი მთვრალი მაღალჩინოსნებისთვის - გორის მერია ახალ სკანდალში ეხვევა
მუნიციპალური ტრანსპორტი მთვრალი მაღალჩინოსნებისთვის - გორის მერია ახალ სკანდალში ეხევევა. ირკვევა, რომ ტრანსპორტი, რომლიც მოქალაქეებს უნდა ემსახურებოდეს, ნასვამმა ჩინოვნიკებმა და მათმა სტუმრებმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენეს.
კერძოდ, რესტორანში ქეიფის შემდეგ არაფხიზელ მდგომაროებაში მყოფმა გორის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეკვეთით გამოიძახეს. სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ჯირკველიშვილმა გადაწყვიტა, რომ თანამშრომლები სახლში ავტობუსებით დაერიგებინა.
ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი სავარაუდო სამოხელეო დანაშაულზე საუბრობს.
აუცილებელია, რომ ამ შემთხვევაში დაიწყოს, როგორც მინუმუმ გამოძიება, რამდენადაც გვაქვს სახეზე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, კერძოდ საუბარია მუნიციპალური ავტობუსის კერძო მიზნებისთვის გამოყენებაზე, რაც შესაძლოა იყოს გაფლანგვის დანაშაული, თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან გულგრილი დამოკიდებულების შედეგი“ – აცხადებს ,,ადაიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ლექსო მერებაშვილი.
"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრი ბექა ქორჩილვა ამბობს რომ აღნიშნული ფაქტი ჩინოვნიკების მხრიდან პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო სახსრების გამოყენების პირველი შემთხვევა არ არის.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინოვნიკები არასამსახუროებრივ საქმეზე იყენებენ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო სახსრებს, მეტიც, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პირიქით ხელს უწყობს კრიმინალს.
კარგად ახსოვს საზოგადოებას, როგორ დაბრძანდებოდა ეს ადამიანი სახელმწიფო ავტომობილით პირადი მიზნებისთვის შავი ზღვისპირეთში. ეს ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში და მუნიციპალიტეტში არის დაუსჯელობის სინდრომი, კანონი არ კანონობს და პრაქტიკულად სახელმწიფო სახსრები მორგებული აქვთ პირადი ინტერესების მოსაგვარებლად“ - ამბობს ბექა ქორჩილავა.
სკანდალში გახვეული ზურაბ ჯირკველიშვილი კი ირწმუნება, რომ მას კანონი არ დაურღვევია. მისივე მტკიცებით, რესტორანში მყოფი სტუმრები გარეთ არ დატოვა და ამაში ის ცუდს ვერაფერს ხედავს:
,,ტყუილია ეგ, თანამშრომელი იმ მანქანაში არცერთი არ ყოფილა მძღოლის გარდა. მე მოვემსახურე ჩემს სტუმრებს, ჩვენი კომპანიისა და ქალაქის სტუმრებს. მივიყვანე, გავატარე სულ 10 კილომეტრი იმ ადგილიდან სადაც თვითონ დაგვპატიჟეს და გვავახშმეს იმ ადგილზე სადაც თვითონ გადაიხადეს სასტუმროს ფული და უნდა დაეძინათ. მე არაფერი დამიშავებია, პირიქით ძალიან კარგად მოვიქეცი რომ შუაღამისას ხალხი ქუჩაში არ დავტოვე. რა კაცი მოვკალი თუ რა?! - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ზურაბ ჯირკველიშვილი.