ქირურგი ოპერაციის მიმდინარეობისას გარდაიცვალა

01.11.22 12:46
ქირურგი ოპერაციის მიმდინარეობისას  გარდაიცვალა

ქირურგი ოპერაციის მიმდინარეობისას  გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა გუშინ მოხდა. ექიმი როსტომ შველიძე ოპერაციას ზესტაფონში დაჭრილ 23 წლის ბიჭს უტარებდა, რა დროსაც თავად ინფარქტი მოუვიდა. 

კლინიკის ექიმებს ტრაგიკული შემთხვევის ზუსტ მიზეზებზე საუბარი უჭირთ. 

ექიმიც გარდაიცვალა და პაციენტიც, მაგრამ სხვას ვერაფერს გეტყვით. ინერვიულა, მაგრამ არ ვიცი... ინფარქტით გარდაიცვალა ექიმი, - ამბობს კლინიკის პერსონალი. 

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონში თანასოფლელმა 23 წლის ბიჭი სანადირო თოფით მოკლა.  

მსგავსი სიახლეები