სასამართლო 25 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს
დღეს სასამართლო 33 წლის ტარიელ ძეგლიგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. მას თანამშრომლის მკვლელობას ედავებიან.
გამოძიების მტკიცებით, ძეგლიგაშვილმა თანამშრომელს, 25 წლის თემურ ხარაულს, დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მკვლელობის მოტივი კი სამსახურში დაწყებული კონფლიქტი გახდა.
ბრალდებულის ადვოკატი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა და მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობს.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ უნდა შეეფაროს არც ერთი აღკვეთის ღონისძიება- ის თავს იცავდა. ადამიანის დაცვა და ტავდაცვა არ წარმოადგენს დანაშაულს.
სამსხურში თანამშრომლებს შორის ჩხუბი მოხდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მათ აშველებდა. შემდეგ აგრესია მასზე გადმოვიდა. შენ ვინ გეკითხება, რომ გვაშველებო და შემდგომ ის სცემეს. მას წამოაფარეს ქურთული და ისე სცემეს. ტარიელს განზრახ მკვლელობის მიზანი და განზრახვა არ ჰქონდა. ის უბრალოდ იცავდა თავის თავს და ოჯახს- ამბობს ძეგლიგაშვილის ადვოკარი, ლევან მარსაგიშვილი.