მკვლელობა ვაზისუბანში - სასამართლომ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

01.11.22 13:45
მკვლელობა ვაზისუბანში  - სასამართლომ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ 33 წლის ტარიელ ძეგლიგაშვილი პატიმრობაში დატოვა.  გამოძიების მტკიცებით, ძეგლიგაშვილმა 25 წლის თემურ ხარაულს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დანაშაულის მოტივი კი სამსახურში დაწყებული კონფლიქტი გახდა.

ბრალდებულის ადვოკატი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა და მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობს.

მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს ჩაინიშნა.

მსგავსი სიახლეები