ანტიქრისტიანული და სატანური ბზობა გამართეს - პეტრე ცაავა

26.04.21 15:49
ანტიქრისტიანული და სატანური ბზობა გამართეს -  პეტრე ცაავა

ანტიქრისტიანული და სატანური ბზობა გამართეს - ასე აფასებს სალხინოს ეკლესიაში მომხდარ დაპირისპირებას ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსი, პეტრე ცაავა. იგი მომხდარზე პასუხისმგებლობას ეპარქიის ახალ ხელმძღვანელს, მეუფე სტეფანეს, აკისრებს.

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირება არის მცდელობა, ჩაახშონ ხმა ქართულ ეკლესიაში, რომელიც ეწინააღმდეგება უწმინდურობას და უსამართლობას. მამაომ გამოთქვა მოსაზრება, რომ აღდგომამდე ეკლესია დაეკეტათ, სტეფანემ კი მრევლს მოუწოდა, რაც შეიძლება, მეტნი მოსულიყვნენ. სტეფანეს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ანტიქრისტიანური და სატანური ბზობის გამართვისთვის, საპატრიარქოსაც, ვინც მას ხელს უწყობს - აცხადებს ტვ პირველთან პეტრე ცაავა.

 ინციდენტის დროს დაშავებული მღვდლები დარწმუნებული არიან, რომ მათ ცემაში დამნაშავეებს პოლიცია არ დასჯის. მამა ათინოგენე იხსენებს, რომ მათი რეაქცია განპირობებული იყო ბიზნესმენ კაკუტიას შემოსვლით ეკლესიაში.

მადლობა იმისთვის, რომ ეკლესიის ნამდვილი სახე წარმოაჩინეს. ჩვენ გაგავაღიზიანა ე.წ. ფანტომასის შემოსვლამ. კადრებში კარგად ჩანს, ვინ არის დამნაშავე," - ამბობს მამა ათინოგენე. 

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, დაშავებული ბერები მიიჩნევენ, რომ დამნაშავეებს არ დასჯიან, რადგან მათ საპატრიარქო მფარველობს.

მსგავსი სიახლეები