25 წლის კაცის მკვლელობისთვის დაკავებული ირწმუნება, რომ თავს იცავდა - ბრალდებულის საგანგებო მიმართვა

01.11.22 14:36
25 წლის კაცის მკვლელობისთვის დაკავებული ირწმუნება, რომ  თავს იცავდა - ბრალდებულის საგანგებო მიმართვა

მკველობაში ბრალდებულის  საგანგებო მიმართვა განსასჯელის სკამიდან - ვაზისუბანში 25 წლის კაცის მკველობისთვის დაკავებული ირწმუნება, რომ  თავს იცავდა.

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა დღეს მოსმართლეს მოუყვა, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, რადგან თემურ ხარაულმა  და მისმა თანმხლებმა პირებმა სამსახურში სცემეს, შემდეგ კი საქმის გასარჩევად სახლში მიაკითხეს.

 ძალადობის ფაქტზე ის დაზიანებებიც მეტყველებს, რომლიც დაკავებულს სხეულზე აღენიშნება.

გაურკვეველია კიდევ ერთი გარემოება - პოლიციას ამ დრომდე  ჩხუბის  მოანწილე არცერთი პირი არ დაუკავებია.

შენ რატომ გვასწავლი, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთო.. მეთქი, რას ჰქვია გასწავლით და დავანებე თავი, რაზეც დამიწყეს ჩხუბი, გადმომაყარეს მიწა თავზე, წამაქციეს და წიხლებით მცემეს. „ვაფშე“ ყველაფერი მტკივა, ისე ვარ ნაცემი.  ტაქსი გავაჩერე და წავედი სახლში. ავედი სახლში, ხელპირს ვიბანდი, როცა ტეელფონზე რეკვა დამიწყეს, „ჩამოდი დაბლაო, თუ არადა ამოვალთო“. მეთქი, ოჯახი მყავს, ცოლ-შვილი და გავუთიშე ტელეფონი, „ხომ გითხარით, ხვალ ვილაპარაკოთ-თქო“. „აი, ახლავე ამოვდივართ შენთანო“. „კარგი, ჩამოვდივარ-თქო“. ჩავედი, რომ ჩემს სახლში არ ამოსულიყვნენ. ჩასვლისას „დამაყარეს“, შეურაცხყოფა მომაყენა ჩემს შვილთან და მეუღლესთან ერთად, - თქვა ბრალდებულმა პროცესზე. 

დაკავებულის ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აანონსებს. 

გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება, იქიდან გამომდინარე, რომ თავდაცვის უფლება, ადამიანის უფლებაა. ამ მუქარის ფონზე, იმ წინაპირობის საფუძველზე, რა წინაპირობაც იყო, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნამდვილად იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ეს ადამიანი. ეჭვი არის, რომ შეიძლება ფიგურირებეს მეორე დანაც, - ამბობს დაკავებულის ადვოკატი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ 33 წლის ტარიელ ძეგლიგაშვილი პატიმრობაში დატოვა.  გამოძიების მტკიცებით, ძეგლიგაშვილმა 25 წლის თემურ ხარაულს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დანაშაულის მოტივი კი სამსახურში დაწყებული კონფლიქტი გახდა.

33 წლის ტარიელ ძეგლიგაშივლს 17 წლამდე  პატიმრობა განრახ მკველობისთვის ექმუქრება.

 

მსგავსი სიახლეები