21 წლის ქალი, რომელიც მასშტაბური სპეცოპერაციის დროს აიყვანეს, ნარკოდანაშაულს არ აღიარებს

01.11.22 15:00
21 წლის ქალი, რომელიც მასშტაბური სპეცოპერაციის დროს აიყვანეს, ნარკოდანაშაულს არ აღიარებს

ნარკოტიკებით  ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული ქალი დანაშაულს არ აღიარებს. 21 წლის მილენა კიმი გომალურის უწყებამ მასშტაბური სპეორაციის დროს აიყვანა.

ყაზახეთის მოქალაქეს უვადო პატიმრობა ემუქრება, თუმცა მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ის უდანაშაულოა. მათი თქმით, კიმი საქართელოში რამდენიმე თვის წინ სასწავლებლად ჩამოვიდა და ნარკოტიკებთან შეხება არსდროს ჰქონია.

მას პირადი ჩხრეკისას აბსოლუტურად არაფერი აღმოაჩნდა. არც მის ორგანიზმში არანაირი სახის ნარკოტიკული საშუალება არ იყო. იგი იყენებს დუმილის უფლებას. იმ ბინაშ, სადაც აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება, სადაც ის გოგონა იმყოფებოდა, თუმცა ეს ბინა  სხვა მისი მეგობარი ბიჭების მიერ იქნა დაქირავებული, სხვა რაიმე სახის მტკიცებულება მის მიმართ არ არის.  არ არსებობს საქმეშ საკონტროლო შესყიდვა, რაიმე სახის თანხის ვინმეზე მიცემას და ან მერე ნარკოტიკული საშუალების გადაცემას. მეგობრები არიან ერთი ქვეყნიდან ჩამოსულები და ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. ეს არის მისი კონტაქტი იმ ხალხთან, - ამბობს ადვოკატი.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს გამოძიება.  პოლიცია ირწმუნება, რომ ახლაგაზრდა ქალი ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა და ქალაქის სხვადასხვა უბანში თანხის სანაცვლოდ ტოვებდა. ამას ის ვიდეომასალაც ადასტურებს, რომელიც უწყებამ გაავრცელა. 

21 წლის მილენა კიმი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო  შეძენა-შენხვა-რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები