ნიკა გვარამიას განაჩენი ხვალ, 11 საათზე გამოცხადდება

01.11.22 15:36
ნიკა გვარამიას განაჩენი ხვალ, 11 საათზე გამოცხადდება

მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განაჩენი ხვალ, 11 საათზე გამოცხადდება. მოვლენათა ეპიცენტრი სააპელაციო სასამართლო იქნება. 

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა.

პირველი ინსტანციის განჩინების შემდეგ, ნიკა გვარამიას პროცესებმა სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას".  

მსგავსი სიახლეები