მასშტაბური სპეცოპერაცია - ფონიჭალელი ძმები ჯაფაროვები ნარკოტიკებით ვაჭრობასთან კავშირს აღიარებენ

01.11.22 17:14
მასშტაბური სპეცოპერაცია -  ფონიჭალელი ძმები ჯაფაროვები ნარკოტიკებით ვაჭრობასთან კავშირს აღიარებენ

ნარკოტიკებით ვაჭრობასთან კავშირს აღიარებენ ფონიჭალელი ძმები ჯაფაროვები, თუმცა ამტკიცებენ, რომ ისინი ე.წ. კურირები იყვნენ და ნარკოტიკები ნათესავს უბრალოდ გადასცეს.

ჯაფაროვების უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავებულები ნარკოტიკების მომხმარებლები არიან და ახლა ნარკოტიკული შიმშილის ქვეშ იმყოფებიან.

ფაქტობრივად აღიარებენ, ჩვენებები ჯერ არ მიუციათ, ზეპირი განმარტება გაკეთდა. მტკიცებულებებს რაც შეეხება, ფარული აუდიო-ვიდეო მასალა არსებობს საქმეში. როგორც აცხადებენ, ფაქტობრივად შუამავლები იყვნენ, თავიანთი ახლობელი იყო, გვთხოვეს, რომ დაგვხმარებოდი შეძენაშიო. ისინი ნარკოტიკების მომხმარებლები არიან და ახლა ნარკოტიკული შიმშილის ქვეშ იმყოფებიან“. - ამბობს ჯაფაროვების ადვოკატი.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები ახლა ციხეში არიან. ადვოკატები კი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა. 

შსს ცნობით, დაკავებული პირებიდან 18 ნარკორეალიზატორია.

მსგავსი სიახლეები