"სხვის ავტომანქანას მართავდა, არ იცოდა მასში რა იყო" - ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ნაკაშიძე ბრალს არ აღიარებს

01.11.22 17:15
"სხვის ავტომანქანას მართავდა, არ იცოდა მასში რა იყო" - ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ნაკაშიძე ბრალს არ აღიარებს

ნარკოდილერები გათავისუფლებას ითხოვენ. მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულების ნაწილი ბრალს არ აღიარებს. 

თავს უდანაშუალოდ აცხადებს რევაზ ნაკაშიძეც, 30 წლამდე კაცი, რომლის ავტომობილიდან პოლიციამ ჩხრეკის დროს 490 აბი სუბოტექსი ამოიღო.

მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ ნაკაშიძე სხვის ავტომანქანას მართავდა, რომელიც რამდენიმე საათით  ადრე იყო სარფის საბაჟოდან შემოყვანილი და წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ მასში ნარკოტიკული ნივთიერება ინახებდა.

სხვის ავტომანქანას მართავდა, მასში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მან ამ მანქანაში რა იყო, არ იცოდა. აღმოჩნდა, რომ მანქანა რამდენიმე საათით ადრე, თუ ერთი დღით ადრე შემოყვანილი იყო სარფის საბაჟოდან. ის აცხადებს, რომ თუ ვინმემ რამე დააშავა, მოკითხონ მას, ვინც ეს მანქანა იყიდა და შემოიყვანა“. - ამბობს ადვოკატი.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები ახლა ციხეში არიან. ადვოკატები კი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა. 

შსს ცნობით, დაკავებული პირებიდან 18 ნარკორეალიზატორია.

მსგავსი სიახლეები