2 633 წყვილი ფეხსაცმელი ნახევარ მილიონ ლარად -შსს საეჭვო ტენდერის გამოცხადებაშია ბრალდებული
2 633 წყვილი ფეხსაცმელი ნახევარ მილიონ ლარად. შინაგან საქმეთა სამინისტრო საეჭვო ტენდერის გამოცხადებაშია ბრალდებული.
გომელაურის უწყებამ მაღლყელიანი ფეხსაცმელების შესაძენად ტენდერი გამოცხადა, მონაწილეობა 5-მა კომპანიამ მიიღო, თუმცა 4-ს უწყებამ დიკვალიფიკაცია მისცა და ტენდერში საბოლოოდ შავ სიაში შეყვანილმა კომპანია "ნასა ჯორჯიამ" გაიმარჯვა.
საინტერესოა, ამ კომპანისთან დაკავშირებით ის ფაქტი, რომ „ნასა ჯორჯია“ თითქმის ყველა სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია და ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.
კველვას "ფლანგვის დეტექტორი“ აქვყენებს.
მათი თქმით, კომპანია შპს „ნიუ ატლასმა“ დააფუძნა, რომელიც ამერიკაში რეგისტრირებული კომპანიაა.
"ფლანგვის დეტექტორი“ მკველვარები კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ.
„კომპანია, რომელიც ავტომატურად უნდა გამოცხადებულიყო გამარჯვებულად არის „ნასა ჯორჯია“, რომლის დამფუძნებელიც არის ამერიკაში რეგისტრირებული კომპანია „ნიუ ატლასი“. 2019 წელს შსს-მ შეიძინა ბათინკები და მიმწოდებელი კომპანიის დამფუძნებელიც იმ პერიოდში იყო სწორედ ეს კომპანია. საინტერესოა ის, რომ ეს იყო შემთხვევა, როცა უხარისხო ბათინკები მიეწოდა შსს-ს. ეს კომპანია 2018 წელს შავ სიაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ „ნიუ ატლასი“ აღარ მონაწილეობს როგორც მესაკუთრე ნასა ჯორჯიაშ, მაინც გარკვეულ გავლენა შეიძლება ჰქონდეს. არსებობს კორუფციული რისკები, როდესაც კომპანია იგებს უკონკურენტოდ, ასევე დისკვალიფიკაციის ხარჯზე. „ნასა ჯორჯიასაც“ ასეთი მაჩვენებელიც აქვს. მოგებული ტენდერებიდან ძალიან დიდი ნაწილი სწორედ უკონკურენტო გარემოში, ან კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე“. - ამბობენ "ფლანგვის დეტექტორში“