დასრულდება თუ არა ნიკა გვარამიას პატიმრობა - მოსამართლეთა კოლეგია განაჩენის გამოსაცხადებლად ემზადება
კრიტიკული მედია ვერდიქტის მოლოდინშია. მოვლენების ეპიცენტრი დღეს სააპელაციო სასამართლოა, სადაც ნიკა გვარამიას განაჩენი უნდა გამოცხადდეს. დასრულდება თუ არა ნიკა გვარამიას 5 თვიანი უკანონო პატიმრობა წუთი-წუთზე გაირკვევა. სხდომა ზუსტად 11:00 საათზეა ჩანიშნული.
"მთავარი არხის " დამფუძნებლის ბედი მოსამართლეთა კოლეგიის ხელშია. ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საქმეზე განაჩენი სხდომათა დარბაზში მოსამართლეებმა - მერაბ ჯორბენაძემ, ლავრენტი მაღლაკელიძემ და დავით მამისეიშვილმა უნდა გამოაცხადო.
გადაწყვეტილების გამოცხადებას სასმართლლოს ეზოში ჟურნალისტები, მედიამენეჯერები და პოლიტიკოსებიც ელოდებიან.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას" ედავება.